Sunday, July 9, 2017





გაკვეთილის გეგმა

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური
დაწყებითი
კლასი
მე-5
მოსწავლეთა რაოდენობა
15
სახელი,გვარი
ლელა ჯინჭარაძე
გაკვეთილის თემა
ილია ჭავჭავაძე ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლეებს გაუღვივდეს ეროვნული გრძნობები ,იმოგზაურონ საქართველოს ისტორიულ წარსულში.აღეძრათ
ეროვნული ღირსების ,
გმირობის ,ვაჟაცობისა და მიტევების  გრძნობები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქართ. V.1.მოსწავლე აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისმეტყველების და წეროის უნარები. ხდება განცდების, შთაბეჭდთვის აუცილებელი  უბარ-ჩვევების.
ქართ. V.2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გაგება, გააზრების, შეფსების უნარი;
ქართ V.10. მოსწავლეს აქვს უნარი გადმოსცეს საკუთარი განწყობები და შთაბეჭდილებები.
მოსწავლე დაეუფლოს სააზროვნო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავდეს კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნება. აღწერსონ პრობლემა და ეძიონ პრობლემის გადაჭრის გზები.
წინარე ცოდნა
იციან ინფორმაცია ილიაჭავჭავაძისა და სპარსელების შემოსევის შესახებ საქართველოში.
მეთოდები და აქტივობები
  • კლასთან ერთად შევიმუშავებ ჯგუფური მუშაობის წესებსა და შეფასების კრიტერიუმებს.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
  • გონებრივი იერიში.
  • ვარაუდების სქემის შედგენა.
  • ვენის დიაგრამა.
  • პრეზენტაცია;
  • კითხვა-პასუხი;
  • საშინაო დავალება;
,,სიკეთით სძლიე შენს მტერსა“.
გასასვლელი ბარათები.
სტრატეგიები
პრობლემაზე ორიენტირბული სწავლება;
გარემოება;
ორგანიზება;
შეჯამება;
ჩანაწერების გაკეთება;
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო, ინტერნეტი, საქართველოს ისტორია.
შეფასება
განმავითარებელი.
გაკვეთილი მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა (წაკითხვამდე) 7-8 წთ. გონებრივი იერიშის გამოყენებით ვსვამ კითხვებს:
  1. რა იცით სპოარსელების შესახებ?
  2. რომელი ნაწარმოები შეისწავლეთ ან რომელი კინო-ფილმი გინახავთ სპარსელთა შემოსევებზე?
  3. რატომ ინტერესდებოდნენ ისინი ჩვენი ქვეყნით?
  4. რომელ ქართველ გმირებს გაიხსენებთ საქართველოს ისტორიიდან?
პასუხებს ვაფიქსირებთ დაფაზე.

ვიყენებ ასოციაციურ რუკას.

ვსვამ კითხვებს:
  1. რაზე ვისაუბრებთ დღეს?
  2. რა მოლოდინი გაქვთ?
მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს ინდივიდუალურად.

B ფაზა.  (წაკითხვის შემდეგ)

კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას:
  1. გამოიყენეთ ვენის დიაგრამა და შეადარეთ ერთმანეთს პერსიონაჟები. ნიკოლოზ გოსტშაბიშვილი და ყიზილბაში.
  2. იმსჯელეთ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, როგორც პატრიოტ გმირზე, ღირსეულ მეომარზე.
  3. იმსჯელეთ შეწყნარებულ ყიზილბაშზე.

ვაკვირდები ჯგუფის მუშაობას და ვავსებ მონიტორინგის ფურცელს. დავალების შესრულერბის შემდეგ იმართება პრეზენტაცია. სამივე ჯგუიფი წარმოადსგენს თავის ნაშრომს, რის შემდეგადაც იმართება საერთო დისკუსია.
ვაკეთებ შეჯამებას მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე. ქართველებისთვის რწმენა, სამშობლო და ღირსება უპირველესი მცნებაა.
C ფაზა: ვაფასებ ჯგუფის მუშაობას. ვაძლევ დავალებას: ,,სიკეთით სძლიე შენს მტერსა“ .
გაკვეთილის ბოლოს ვარიგებ გასასვლელ ბარათებს,
მე მივხვდი......
ტექსტში წერია, რომ.....
მე უკვე ვიცი, რომ....
მე მინდა ვიცოდე, რომ ......



რათა მომდევნო გაკვეთილისთვის გავითვალისწინო მათი აზრები და შეხედულებები.


განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ძალიან დაბალი
დაბალი
საშუალო
მაღალი
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერ შეაქვს.
აქტიურია კონსტრუქციული და შეაქვს წვლილი
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
კონცენტრირება სამუშაოზე
ვერ ახერხეწბს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადადა კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი მუშაობის განმავლობაში კონცენტრირებულია
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრს აწყვეტინებს.
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადექვატური რეაქციები
უსმენს სხვების აზრს და ცდილობს იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს და არის კორექტული
დროის ლიმიტი დაცვა
არ შეუძლია ლიმიტის დაცვა
იშვიათად ცდილობს დროის ლიმიტის დაცვას
უმეტეს შემთხვევაში იცავს დროის ლიმიტს
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს.







რეფლექსია


ერთობლივად სასწავლო პროცესის დაგეგმვა საუკეთესო საშუალებაა თითოეული პედაგოგის პროფესიული ზრდისა და მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებისათვის. ამ დროს იბადება ახალი იდეები, ხდება ამ იდეების გენერირება. განიხილება შესაძლო რისკ - ფაქტორები ვმსჯელობთ პრობლემის ალტერნატიულ გადაჭრის გზებზე. თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელს მიწყობს განვსაზღვრო, შევიმუშაო ყველა საჭირო მეთოდი და აქტივობა, რათა გაკვეთილი უფრო სრულფასოვანი და საინტერესო გამოვიდეს.
შეკრებაზე, გეგმის შემუშავების დროს დიდი ყურადღება მიეცა ესგ-ის მოთხოვნების გათვალისწინებას, მოთხოვნებზე დაყრდნობით განისაზღვრა მისაღწევი შედეგები.
გამოითქვა მოსაზრება, რომ გაკვეთილის გეგმის შემუშავებასთან ერთად, აუცილებელია არსაებობდეს მოსწავლეებთან ერთად შ4ემუშავებული შეფასების კრიტერიუმები და ქცევის წესები, რომელსაც გაკვეთილამდე ვაცნობთ ბავშვებს.
ასეთი მიდგომა დამეხმარა კჯლასის ორაგნიზებულ მართვაში, ხოლო მოსწავლეებთან კორექტული მიდგომები დამეხმარა მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დაგეგმვისას ხაზი გაესვა რესურსების სწორად გამოყენების აუცილებლობას თემასთან მორგებული მეთოდების შედეგიანობას.
მოცემულ თემაზე დავგეგმეთ ისტის გამოყენება, რომელიც დაეხმარა ბავშვებს ვიზუალურ-ემოციური განცდებისა და აღქმის შეგრძნებაში.
გამოითქვა ვარაუდი შესაძლო რისკ-ფაქტორების არსებობაზე და ვიმსჯელეთ მოსალოდნელი პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზებზე.
მიღწეული შედეგები შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცვესში, განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია არსებულ თემაზე მიწოდებულმა სლაიდ-შოუმ.
შევძელი თავიდან ამეცილებინა შესაძლო რისკ-ფაქტორები ამაში ხელი შემიწყო მოსწავლეებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებამ.
მიუხედავად დეტალურად გაწერილი გეგმისა, გაკვეთილის მსვლელობის დროს იყო ხარვეზები, დაირღვა დროის ლიმიტი. მოსწავლეებმა მითითებულ დროში ვერ შეძლეს მითითებული აქტივობიშ შესრულება, საერთო ჯამში ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილი უფრო პროდუქტიულია. მასწავლებელი მეტად მობილიზებულია და გაუთვალისწინებელი შეცდომებიც მინიმუმამდსეა დაყვანილი.

No comments:

Post a Comment